logo_geo
eng_logo
„როსავიაციაში“ დაადასტურეს, რომ ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა
- +

24 აგვისტო. 2023. 00:45

 


"ვაგნერის" ჯგუფის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი კერძო თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. ამის შესახებ "როსავიაციაში" განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ფრენა საჰაერო სივრცით სარგებლობის ნებართვის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც დადგენილი წესით იყო გაცემული.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

„რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა ათი ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner