უკრაინაში მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ. უკვე მეორედ, ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს საომარ ვითარებაში ხვდება.
სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო 32-ე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კიევში მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. მოძრაობა გადაკეტილია კრეშატიკზე, სადაც ომში განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი.
უკრაინაში იმყოფება რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, რომლებმაც გუშინ ყირიმის ფორმატის მესამე სამიტში მიიღეს მონაწილეობა.