logo_geo
eng_logo
„არ გინდათ „რიჟა ბაზარი“ ფრაუ სანდრებო“-ღია წერილივით სანდრა რულოვსს!
- +

7 სექტემბერი. 2016. 03:22



ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის ბლოგი:



ფრაუ სანდრა, უკაცრავად, რა თქვით? როგორც იოსიფ ბროდსკი ამბობდა, ხართ ანტიფაშისტი, ანტიფაუსისტი და იჰ ლიბე ცხოვრება უნდ აინ ქაოსი? ესე იგი, თქვენი ქმარი არის ისეთივე რანგის პოლიტიკოსი, როგორებიც იყვნენ სტალინი, ბერია, ჰიტლერი და ფრანკო? უი, შევარდნაძეც და ზვიად გამსახურდიაც? იქნებ სერგო ორჯონიკიძეც დაგემატებინათ, ან ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე, რომელმაც მართლა აღაშენა თბილისი და გაამშვენიერა საქართველო? გავიგე, ნოე ჟორდანიას სულსა სწყენია ძალიან, მე რაღა დავაშავეო? დას ისტ სასურველი, მაინ ოფიცირენ, დემ ცაიტ ცუმ ფაუსტ ცოტა შპაცირენ!


სამწუხაროა, ფრაუ სანდრა, მაგრამ თქვენი მეუღლე ერთ დროს მართლაც გამარჯვებული იყო. დიახ, ძალად მაცხონე გამარჯვებული, რომლისაც ძალიან ბევრს ეშინოდა. თქვენც ხომ ამბობთ, ჩემი ქმარი ისეთი ვინმეა, ყველას უნდა ეშინოდესო. არა, ჩვენში ძალიან ბევრია ისეთი, ადრე რომ ეშინოდა და ახლა აღარ ეშინია. მაგალითად, ზოგიერთი ბიზნესმენი მისი მონა იყო, ფულსაც იხდიდა და ტრაკსაც სიამოვნებით აძლევდა!


ფრაუ სანდრა, უკაცრავად, თქვენ თქვით, ჩემ ქმარს თვალებში ჩავხედეო, ხომ? ეგ არაფერს ნიშნავს, ჩვენ მას 9 წელი ვუყურებდით თვალებში და ბოროტების მეტი ვერაფერი დავინახეთ...


არ გინდათ „რიჟა ბაზარი", პოლიტიკოსებო თუ მათთან გათანაბრებულო პირებო, ფრაუ სანდრებო თუ გლეხის ქალო თინებო და მაროებო, გლეხო თუ თავადო დავითებო, ან სულაც უსახელო სირთაოზებო, ყველაფერი გაშიფრულია, ყველაფერი გასაგებია!



წყარო: expressinfo.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner