logo_geo
eng_logo
როგორც კი აშშ-ის მაღალჩინოსანმა პეკინში ვიზიტი დააანონსა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ათობით ჩინური კომპანია შავი სიიდან ამოიღო
- +

24 აგვისტო. 2023. 13:48

 

 

ბაიდენის ადმინისტრაციამ ათობით ჩინური კომპანია იმავე დღეს ამოიღო ვაჭრობის შემზღუდველი სიიდან, როდესაც აშშ-ის მაღალჩინოსანმა ქალბატონმა განაცხადა რომ პეკინში ჩინეთთან ვითარების სტაბილიზაციის მიზნით „კონსტრუქციული შეხვედრებისთვის“ მიემგზავრებოდა.

 

უწყებამ 22 აგვისტოს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ვაჭრობისა და კომერციის მდივანი ჯინა რაიმონდუ შეხვდება ჩინეთის ოფიციალურ პირებს და ამერიკული კერძო სექტორის ლიდერებს, იმისთვის, რომ მათთან ერთად განიხილოს "აშშ-ის და ჩინეთის კომერციულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები და ამასთან, შესაძლო თანამშრომლობაზე იმსჯელოს“.

 

პეკინში ვიზიტი კვირა დღეს არის დაგეგმილი. იმავე დღეს, აშშ-ის ვაჭრობისა და კომერციის დეპარტამენტის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურომ 27 ჩინური კომპანია ამოიღო თავისივე დაუდასტურებელი სიიდან. ამგვარად, ამ კომპანიებს გაუმარტივდათ ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამის შესახებ აღნიშნული ბიუროს მიერ სამშაბათს გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

 

„ჩვენ მივესალმებით ჩინური კომპანიების „დაუდასტურებელი სიიდან“ ამოღების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას “, - ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა ლიუ პენგიუმ მიმდინარე კვირის სამშაბათ დღეს.

 

ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთპატივისცემის საფუძველზე კომუნიკაციის საშუალებით შეუძლიათ გარკვეული საკითხების მოგვარება. ჩინეთი გააგრძელებს თავისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მტკიცედ დაცვას.

 

ასევე, აშშ-ის ვაჭრობისა და კომერციის დეპარტამენტის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაუდასტურებელ სიებში მოხვედრილი უცხოური კომპანიები გამკაცრებულ სავაჭრო შეზღუდვებს და გამჭვირვალობის გაზრდილ მოთხოვნებს ექვემდებარებიან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ფედერალური რეგულაციების კოდექსის შესაბამისად, კომპანიები ამ სიაში იმ შემთხვევაში ხვდებიან, თუ აშშ ვერ მოახერხებს მათი ლეგიტიმურობის დადასტურებას და როდესაც უცხოეთიდან ექსპორტის რეჟიმში მყოფი საქონლის მიმღები პირების ან საბოლოო მოხმარების გადამოწმება ვერ ხერხდება.

 

დაუდასტურებელი სიიდან ბიურომ 27 ჩინური კომპანია რამდენიმე საათში ამოიღო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვაჭრობისა და კომერციის დეპარტამენტმა დააანონსა, რომ ქალბატონი რაიმონდო პეკინში დიპლომატიური მისიით მიემგზავრებოდა. "ექსპორტის კონტროლის სისტემის ძირითადი პრინციპია იმ უცხოურ პირთა ლეგიტიმურობისა და სანდოობის გადამოწმების უნარის დემონსტრირება, რომლებიც შეერთებული შტატებიდან ექსპორტირებულ საქონელს იღებენ. ამისათვის ოპერატიულად ხდება ორივე მხარის - როგორც მიმღების, ასევე გამგზავნის - გადამოწმება" იტყობინება ექსპორტის ხელშეწყობის მდივნის თანაშემწე მეთიუ აქსელროდი. ეს ინფორმაცია აღნიშნული ბიუროს პრეს-რელიზშია მოცემული.

 

„ჩვენს მიერ სიიდან 33 კომპანიის ამოღება ადასტურებს, რომ კონკრეტულ სარგებელს ნამდვილად იღებენ კომპანიები, როდესაც ისინი ან მათი მასპინძელი სამთავრობო უწყება თანამშრომლობს ჩვენს ბიუროსთან გარიგების მონაწილე მხარეების შემოწმების წარმატებით დასრულებაში“, - განაცხადა მან. გამოდის, რომ სახელმწიფო და კომერციის დეპარტამენტების ელექტრონული ფოსტებისა და სერვერების გატეხვიდან ერთ თვეში განხორციელდება ქალბატონი რაიმონდოს ვიზიტი პეკინში.

 

თავად ჰაკერული თავდასხმა ჩინეთიდან განხორციელდა, რომელსაც მიზანში ჰყავს ამოღებული ათობით გლობალური ორგანიზაცია და უკვე რამდენიმე თვეა ახორციელებს კიბერშეტევებს მათ წინააღმდეგ. აშშ-ის კომერციისა და ვაჭრობის დეპარტამენტსა და ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს „Daily Caller News Foundation“-ის რედაქციასთან, თხოვნის მიუხედავად, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner