logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: დღეს ნაციონალური რეჟიმის ორი მსხვერპლის - ბუტა რობაქიძის დაბადების და ირინა ენუქიძის გარდაცვალების დღეა, ნათელი თქვენს ხსოვნას, ქართულ ფაშიზმის შეწირულნო!
- +

24 აგვისტო. 2023. 17:43

 

 

ნაციონალური რეჟიმის ორი მსხვერპლის - ბუტა რობაქიძის დაბადების და სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალების დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„დღეს ნაციონალური რეჟიმის ორი მსხვერპლის, ბუტა რობაქიძის დაბადების და ირინა ენუქიძის (მესამე მსხვერპლის, სანდრო გირგვლიანის დედის) გარდაცვალების დღეა! მათი სახელები და გვარები, მარადისობას შეერწყა! ისინი ყოველთვის იქნებიან დღევანდელი და მომავალი საქართველოსათვის იმ ავბედითი წლების მოგონებად, რომელსაც ქართველმა ხალხმა, ჩვენი ისტორიის შავი ლაქა უწოდა. ნათელი თქვენს ხსოვნას, ქართულ ფაშიზმის შეწირულნო!“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner