ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ნაციონალური ზრუნვა თბილისზე”
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 31 მარტის დადგენილებით,საქართველოს სამხედრო გზის,
ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩებს შორის მდებარე ტყე-პარკს გამწვანების სპეციალური ზონის სტატუსი მიენიჭა.
2007 წელს ტყე-პარკის ფართობი 20.5 ჰექტარით განისაზღვრა.
2009 წლის დასაწყისში დამტკიცდა თბილისის განვითარების პერსპექტიული გეგმა.ამ გეგმის მიხედვით,დიღმის ტყე-პარკს განესაზღვრა შემდეგი სტატუსი: რეკრეაციული ზონა-1,რაც ბუნების დაცვის ყველაზე მკაცრი რეჟიმია.
ამავე წლის 11 სექტემბრის თბილისის საკრებულოს სხდომაზე დიღმის ტყე-პარკის ნაწილს რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა.პარკის ტერიტორიის ნაწილი საქმიან ზონა-2-ად გადაკეთდა.
იმავე დადგენილებით თბილისში კიდევ 22 ზონას შეეცვალა სტატუსი.
პარალელურად კი,ტყე-პარკის ტერიტორიის 8 ჰექტარი ტერიტორია მმართველი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცნობილმა სახეებმა დაინაწილეს და მიითვისეს.
ესენი არიან,ნაცმოძრაობის მაშინდელი დეპუტატები პარლამენტში:
კახაბერ ოქრიაშვილი,კობა კურდღელაშვილი,
გიორგი გოგუაძე და დავით ბეჟუაშვილი.
დიღმის ტყე-პარკის შუაგულში აშენებულ ე.წ. მოსწავლეთა სასახლეში ცხოვრობდა სპორტის ყოფილი მინისტრის,ლადო ვარძელაშვილის დედა თავისი ოჯახით.
დიღმის ტყე-პარკში ფლობს 6 000 კვ.მ მიწას თამარ(თაკო)ჩარკვიანიც,პარლამენტის მოქმედი დეპუტატი.
მერიის მხრიდან კომპენსაციის შეთავაზების ბევრი მცდელობის მიუხედავად,ეს ადამიანები არ თმობენ ტერიტორიებს,რაც ხელს უშლის თბილისში გაკეთდეს საქალაქო პარკი.
თბილისის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე გამოდის “ლაგუნა ვერეს” რეკონსტრუქციის და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის განაშენიანების საკითხი.
ასევე,ჭავჭავაძეზე ცათამბჯენის თემა.
საკითხები გამოდის კანონის და ყველა ნორმატივების სრული დაცვით.(შენარჩუნდება ისტორიული შენობების იერსახე)
ერთი კვირაა,ნაცმოძრაობა და მასზე მიბმული პარტიები ემზადებიან,როგორ ჩაშალონ საკრებულოს ხვალინდელი სხდომა და ხელი შეუშალონ ქალაქის განვითარებას.
მე,თბილისის ერთი რიგითი მოქალაქე გეკითხებით:
გულწრფელია, ამ ადამიანების წუხილი?
იმ ადამიანების,რომლებიც კომპენსაციის შეთავაზების მიუხედავად,არ თმობენ მიწას და ამით ხელს უშლიან საქალაქო პარკის,უმსხვილესი რეკრეაციული ზონის მოწყობას…"- წერს ლაშა გეგეჭკორი.