ხმაური იყო დედაქალაქის საკრებულოში, სადაც ურბანული დაგეგმარების კომისიამ, სამშენებლო პროექტები წარადგინა. ოპოზიცია დედაქალაქის მერიის მიერ წარდგენილ პროექტებს ეწინააღმდეგება.
შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ. ვითარება სხდომაზე რამდენჯერმე დაიძაბა.
„ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერი მშენებლობა გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. ნებისმიერ მასშტაბურ მშენებლობაზე ისინი იწყებენ სახელითა და გვარებით აპელირებას და საუბარს, რომ ეს არის ურბანული გენოციდი“, - განაცხადა ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ.