logo_geo
eng_logo
პუტინი პრიგოჟინზე: ის რთული ბედის ადამიანი იყო და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომებიც ჰქონდა
- +

24 აგვისტო. 2023. 20:45

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამძიმარი გამოუცხადა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

თავის განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა ევგენი პრიგოჟინი აღნიშნა და განაცხადა, რომ მას 90-იანი წლებიდან იცნობდა.

ის რთული ბედის ადამიანი იყო და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომებიც ჰქონდა, თუმცა საჭირო შედეგებს აღწევდა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მაშინაც, როდესაც მას საერთო საქმისთვის ვთხოვდი, როგორც ეს ბოლო თვეებში იყო“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ის ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭიერი ბიზნესმენი, მუშაობდა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც, კერძოდ აფრიკაში“, - განაცხადა პუტინმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner