logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
- +

24 აგვისტო. 2023. 23:50

 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების როგორც მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე სამომავლო გეგმები.

ილია დარჩიაშვილმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner