logo_geo
eng_logo
აშშ ოქტომბერში F16-ის ავიაგამანადგურებლებზე უკრაინელი პილოტების მომზადებას დაიწყებს
- +

25 აგვისტო. 2023. 10:43

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები მიმდინარე წლის ოქტომბერში არიზონის ავიაბაზაზე F16-ის ავიაგამანადგურებლებზე უკრაინელი პილოტების მომზადებას დაიწყებს. ამის შესახებ „Deutche Welle“ იუწყება.

 

თავდაპირველად სექტემბერში პილოტები ინგლისური ენის კურსს გაივლიან. შემდეგ კი მათი მომზადების კურსი დაიწყება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

 

რაიდერის თქმით, მომზადებაში რამდენიმე უკრაინელი პილოტი და ასევე ათობით ტექნიკური სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, პილოტებმა, რომელთა მომზადება მოხდება, ინგლისური იციან, მაგრამ აუცილებელია სპეციალიზებული ლექსიკის სწავლა.

 

ეს საკითხი ტელეფონით საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განიხილეს. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც საჭიროა, რათა მან რუსული აგრესია შეაჩეროს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner