logo_geo
eng_logo
„ევრონიუსის“ გადამღები ჯგუფი ბათუმის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს
- +

25 აგვისტო. 2023. 12:06

 

 

საერთაშორისო კომპანია „ევრონიუსი“ ბათუმის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს, რომელიც პოპულარულ სამოგზაურო გადაცემაში „ Explore” გავა. სიუჟეტით, არხის მილიონობით მაყურებელს საშუალება ექნება გაიცნოს ბათუმის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები, ქალაქის ძველი და თანამედროვე სახე, ეკოტურისტული მიმართულებები, ქართული გასტრონომია, ფოლკლორი და ღვინის დაყენების 8,000 წლოვანი ტრადიცია. გადაცემა „Explore“-ის გადამღებმა ჯგუფმა გადაღებები ბათუმიდან დაიწყო და მთავრობის თავმჯდომარისგან აჭარის საინვესტიციო გარემოს, ტურისტული, ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

 

აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ კერძების მასტერკლასები, ფოლკლორ-შოუ და ქართული ღვინის ქვევრიდან ამოღების პროცესი „ევრონიუსმა“ ქობულეთში გადაიღო. გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობს.

 

რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი, გერმანელი, სომეხი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა.

 

წელს, „ევრონიუსზე“ აჭარის ორთვიანი საიმიჯო კამპანია მიმდინარეობდა. საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერში რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნო. „ევრონიუსს“ მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ის 160 ქვეყანაში 17 ენაზე მაუწყებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების სატელევიზიო რეკლამა BBC -სა და „Deutshce Welle“-ს ეთერში განახორციელა. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებსა და ახლად დამატებულ ევროპულ ბაზრებზეც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner