logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილება შემოგვაქვს
- +

7 სექტემბერი. 2016. 10:18


მინისტრთა კაბინეტი დღეს იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს დაამტკიცებს, რომლის იმპორტის დროს იმპორტიორი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან, თუ ეს ძირითადი საშუალებები გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში-საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

 

„მნიშვნელოვანი ცვლილება შემოგვაქვს საგადასახო კოდექსში. ეს არის საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის იმპორტი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისგან, თუ ეს იმპორტი ხმარდება დამატებითი ღირებულების შექმნას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი  4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, იმ   საგადასახადო ცვლილებების ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ.  ეს  არის გაგრძელება რეფორმისა, რომელიც ემსახურება სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას და ბიზნესის კეთების გაიოლებას," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner