დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს არჩილ ჩიქოვანმა უპასუხა.
„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, ადგილი ჰქონდა ფაქტის დამახინჯებას იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა ომის პარტიის დეპუტატის მიერ. აქ არის ორი კომპონენტი, ერთი - მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ადამიანების დაკმაყოფილება და მეორე, რაც არ მოეწონათ, არის ის, რომ დაახლოებით 3500 კვ.მ ქალაქ ბათუმის საბინაო ფონდში წარიმართება, რომელიც სამომავლოდ როგორც ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების, ასევე, ბუნებრივია, სხვა სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დაკმაყოფილებას მოხმარდება. ამ პროგრამის დისკრედიტაცია არ გამოვა და ვერავინ შეძლებს წინ აღუდგეს იმას, რასაც ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემის მოგვარება ჰქვია“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.