logo_geo
eng_logo
საქართველოში ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა
- +

7 სექტემბერი. 2016. 10:19


„საქართველოში პირველად შეიქმნა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 


მისი განმარტებით სამაგისტრო პროგრამა „გარემოს დაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა" არის ქვეყნის განათლების სისტემისათვის ახალი მიმართულება, რომლის უმთავრესი მიზანია გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება.


 

„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია გარემოს დაცვა. გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით ეს არის პირველი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ძალისხმევით. GIZ-ი აფინანსებს 90%-მდე აღნიშნული  პროგრამის საფასურის. მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner