logo_geo
eng_logo
პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი მხარს უჭერენ წლის ბოლომდე უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გახანგრძლივებას
- +

25 აგვისტო. 2023. 20:24

 

პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი მხარს უჭერენ წლის ბოლომდე უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გახანგრძლივებას. ამის შესახებ პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ქვეყნებში [უკრაინული მარცვლეულის] იმპორტის აკრძალვას წლის ბოლომდე. მინდა ვთქვა, რომ თუ ეს ვერ მოხერხდება, ზოგიერთი ქვეყანა შემოიღებს საკუთარ შეზღუდვებს. ჩვენი განცხადება მკაფიოა“, -აღნიშნა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

22 აგვისტოს, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, 15 სექტემბრის შემდეგ გაახანგრძლივოს უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა.

მან გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის შენარჩუნება მხოლოდ 15 სექტემბრამდე „პოლიტიკური არგუმენტია პოლონეთში სიტუაციის შემდგომი დესტაბილიზაციისთვის“.

მისი თქმით, პოლონეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია „გამოსავალი მოიძებნოს ევროკავშირის შიგნით, მაგრამ თუ ასეთი საჭიროება იქნება [ცალმხრივი აკრძალვის შემოღება], მაშინ ჩვენ მას შემოვიღებთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფერმერების ინტერესები“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner