საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა. მან საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სადებიუტო მატჩს დღეს მწვანე კონცხის კუნძულების (კაბო ვერდე) წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ,,ჯვაროსნები" F ჯგუფში ასპარეზობენ. საქართველოს ნაკრები დღევანდელი მატჩის შემდეგ სლოვენიისა და ვენესუელის გუნდებს დაუპირისპირდება.