logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ოკინავაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა
- +

26 აგვისტო. 2023. 10:28

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა. მან საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სადებიუტო მატჩს დღეს მწვანე კონცხის კუნძულების (კაბო ვერდე) წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ,,ჯვაროსნები" F ჯგუფში ასპარეზობენ. საქართველოს ნაკრები დღევანდელი მატჩის შემდეგ სლოვენიისა და ვენესუელის გუნდებს დაუპირისპირდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner