logo_geo
eng_logo
სერგი ხიდეშელის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი დარჩენილი 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- +

26 აგვისტო. 2023. 11:19

 

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 მოქალაქეა იდენტიფიცირებული და 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს ონის მერმა, სერგი ხიდეშელმა განუცხადა.

 

მისი თქმით, საძიებო სამუშაოებში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული.

 

„მოგეხსენებათ, საძიებო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი უწყება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, „წითელი ჯვარი“. მინდა თითოეულ მათგანს ამ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა ონის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner