პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს არის ბოლო სხდომა, რომელშიც ოთარ დანელია მინისტრის რანგში მონაწილეობს.
„მინდა, რომ მას წარმატება ვუსურვო. მადლობა გადავუხადო გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა და ეს მიმართულება ქვეყნისთვის არის უმთავრესი პრიორიტეტი, ვინაიდან მას აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ რეფორმები უნდა გავაგრძელოთ უკვე ოთართან ერთად პარლამენტიდან. ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი სამუშაო ჩასატარებელი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცის ევროპასთან ჰარმონიზაციის კუთხით. ამ მიმართულებით ოთარის კომპეტენცია და გამოცდილება, გაკეთებული წარმატებული საქმეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი რეფორმების შემდგომი წარმატების", - განაცხადა კვირიკაშვილმა.