Factcheck არის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, კი ამჟამად ოფიციალურ პოლიტიკურ კოალიციაში იმყოფება გიორგი ვაშაძესთან. შესაბამისად, ვაშაძის მხრიდან Factcheck-ის ვერდიქტზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ძალიან მაღალია - ნათქვამია „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის Facebook-გვერდზე „სინამდვილეში“.
Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების, სერგი კაპანაძისა და ელენე ხოშტარიას მიერ დაფუძნებულმა Factcheck–მა შეამოწმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე, საკუთარ ბინას რუს მდგმურზე აქირავებს. სტატიის ავტორმა შემოწმება „ვერდიქტის გარეშე“ დატოვა.
4 დღის შემდეგ, 25 აგვისტოს Factcheck იგივე თემაზე აქვეყნებს ახალ ვერდიქტს და ირაკლი კობახიძის ნათქვამს „მეტწილად მცდარს“ უწოდებს. ავტორი მიუთითებს, რომ მათ დაუკავშირდათ გიორგი ვაშაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შემოწმების ვერდიქტის გარეშე დატოვება თემას ხდიდა ბუნდოვანს, რაც სტატიის ავტორმა გაითვალისწინა და საკუთარი ვერდიქტი ვაშაძესთან კომუნიკაციის შემდეგ რადიკალურად შეცვალა.
აქვე აღნიშნულია, რომ მსგავსი თეთრი ძაფით ნაკერი სტატიები და პოზიციის ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეუძლებელია მიუკერძოებელი იყოს ორგანიზაცია, რომლის უკან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დგანან.
„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების, სერგი კაპანაძისა და ელენე ხოშტარიას მიერ დაფუძნებულმა Factcheck–მა შეამოწმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე, საკუთარ ბინას რუს მდგმურზე აქირავებს. სტატიის ავტორმა შემოწმება „ვერდიქტის გარეშე“ დატოვა. 4 დღის შემდეგ, 25 აგვისტოს Factcheck იგივე თემაზე აქვეყნებს ახალ ვერდიქტს და ირაკლი კობახიძის ნათქვამს „მეტწილად მცდარს“ უწოდებს. ავტორი მიუთითებს, რომ მათ დაუკავშირდათ გიორგი ვაშაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შემოწმების ვერდიქტის გარეშე დატოვება თემას ხდიდა ბუნდოვანს. მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძის თქმით „ტექნიკურად არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს სხვა გზა, რითაც ის ფინანსური დაინტერესების ნაწილში ბრალდების უარყოფას მოახერხებს“.
სტატიის ავტორმა მაინც გაითვალისწინა მისი მოსაზრება და საკუთარი ვერდიქტი ვაშაძესთან კომუნიკაციის შემდეგ რადიკალურად შეცვალა. #სინამდვილეში Factcheck არის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, კი ამჟამად ოფიციალურ პოლიტიკურ კოალიციაში იმყოფება გიორგი ვაშაძესთან. შესაბამისად, ვაშაძის მხრიდან Factcheck-ის ვერდიქტზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, არადამაჯერებელია სტატიის ავტორის, კონსტანტინე ჯაფარიძის მხრიდან იმის მტკიცება, რომ მისთვის ვაშაძის არგუმენტები გასათვალისწინებელი აღმოჩნდა. მას მარტივად შეეძლო სტატიის მომზადების დროს დაკავშირებოდა ვაშაძეს და გამოქვეყნებამდე გაერკვია მისი პოზიცია. მსგავსი, თეთრი ძაფით ნაკერი სტატიები და პოზიციის ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეუძლებელია მიუკერძოებელი იყოს ორგანიზაცია, რომლის უკან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დგანან“ - ნათქვამია Facebook-გვერდზე „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.