logo_geo
eng_logo
სლოვენიამ ვენესუელა დაამარცხა და საქართველოსთან ერთად ჯგუფის ლიდერია
- +

26 აგვისტო. 2023. 17:36

 

 

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე თავისი პირველი მატჩი გამართა ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, სლოვენიის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ვენესუელის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეს მატჩი ჩვენი გულშემატკივრების განსკუთრებულ ინტერესს იწვევდა, რადგან ორივე ნაკრები საქართველოს ჯგუფშია.

 

ფავორიტებმა მოლოდინი გაამართლეს და მატჩი მათი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, პირველი მეოთხედი ვენესუელამ კარგად დაიწყო და მინიმალური ანგარიშით მოიგო კიდეც – 33:31. მეორე მეოთხედში კი მდგომარეობა შეიცვალა და სლოვენიამ ვენესუელას თავს საკუთარი თამაში მოახვია – 25:18 ევროპული გუნდის სასარგებლოდ. მესამე მეოთხედში სლოვენიის ნაკრები განსაკუთრებით აქტიურობდა და დიდი უპირატესობა მოიპოვა – 22:12. მეოთხე მეოთხედში ვენესუელამ გაბრძოლება სცადა, მაგრამ სლოვენიელბთან სხვაობის აღმოფხვრა ვერ მოახერხა – 22:22.

 

საბოლოოდ, სლოვენიამ ვენსუელა 100:85 დაამარცხა და საქართველოსთან ერთად ჯგუფის ლიდერია. მომდევნო მატჩი „ჯვაროსნები“ სწორედ სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

 

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავის პირველ და ისტორიულ მატჩში კაბო ვერდეს შეხვდა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა  – 85:60.

 

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ გთავაზობთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner