logo_geo
eng_logo
გელაშვილი „სპეციაში“ 33 ნომრით ითამაშებს - შესაძლოა, მისი დებიუტი „კატანძაროსთან“ შედგეს
- +

26 აგვისტო. 2023. 17:51

 

 

„სპეციასთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ივა გელაშვილმა მუდმივნომრიანი მაისური შეარჩია – 22 წლის ქართველი მცველი სერია B-ში 33 ნომრით ითამაშებს. ინფორმაციას Cittadellaspezia ავრცელებს.

 

„21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე „სპეციას“ პოლონელი მენეჯერების აღმოჩენილ ფეხბურთელს შესაძლებლობა აქვს, მნიშვნელოვან დონეზე ითამაშოს და ეროვნული ნაკრების ყურადღება დაიმსახუროს.

 

ივა გელაშვილმა 33-ნომრიანი მაისური აირჩია. ქართველი მცველი, რომელიც მასიმილიანო ალვინის გუნდს ბოლო დღეებში შეუერთდა, მზადაა, იტალიურ ფეხბურთში სადებიუტო თამაში ოთხშაბათს სერია B-ში წელს დაწინაურებულ ამბიციურ „კატანძაროსთან“ ჩაატაროს. მან თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშა, მაგრამ გამორიცხული არ არის, მოედანზე შეუშვან.

 

გელაშვილი, რომელიც შესანიშნავად ფლობს ინგლისურს, ივნისში, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასული საქართველოს ნაკრების წევრი იყო. სწორედ მაშინ შენიშნეს ედუარდო მასიას („სპეციას“ სპორტული დირექტორი) პოლონელმა წარმომადგენლებმა, რომლებიც აღმოსავლეთევროპელ ტალანტებს აკვირდებიან.

 

22 წლის ასაკში იტალიურ ფეხბურთში მოხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა. სერია B გელაშვილისთვის ევროპაში ის კარიბჭეა, რომელშიც პრაღის „სპარტადან“ შევიდა. სწორედ ჩეხეთის დედაქალაქის მეორე გუნდში დაიწყო გელაშვილის კარიერა.

 

„სპეციას“ შეუძლია, ქართველ მცველს საშუალება მისცეს, პროფესიონალების დონეზეც გამოიჩინოს თავი. სწორედ აქ მთავრდება მსგავსება იაკუბ კივიორასთან, კიდევ ერთი მოთამაშესთან, რომელიც ასევე მეორეხარისხოვანი ჩემპიონატიდან მოვიდა. გუნდში იმედოვნებენ, რომ ისინი ბევრად უფრო შორს წავლენ“, – წერს იტალიური გამოცემა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner