logo_geo
eng_logo
თემურ ჭკუასელი მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ იქნება
- +

7 სექტემბერი. 2016. 11:15



„ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი ახალი კანდიდატით შეცვალა.



„გურიანიუსის" ინფორმაციით, პოლისტაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჭკუასელის ნაცვლად დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი იქნება.



ვიდრე პრემიერი კანდიდატად დამასახელებდა, მანამდე იყო საუბარი, რომ მე ვიქნებოდი სიაში და კანდიდატი იქნებოდა წილოსანი. მაგრამ, მაშინ რაღაცები შეიცვალა და, როგორც ვიცი, წილოსანი ოჯახური სიტუაციის გამო ვერ დააყენეს. ამიტომ, მე მთხოვეს, კენჭი მეყარა. თუმცა, გუშინ  პოლისტაბჭოს სხდომაზე პრემიერმა ისევ მთხოვა, რომ გადამენაცვლებინა პროპორციულ სიაში და ჩემს ნაცვლად კანდიდატად წილოსანს წარადგენდნენ", - აღნიშნა „გურიანიუსთან" საუბრისას თემურ ჭკუასელმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner