logo_geo
eng_logo
UFC I გიგა ჭიკაძემ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ალექს კასერესი დაამარცხა
- +

26 აგვისტო. 2023. 19:17

 

 

სინგაპურში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე 20-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, რომელმაც ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

 

ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მე-9 ნომერმა, გიგა ჭიკაძემ მე-15 ნომერს, ალექს კასერესს ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში აჯობა და მსაჯების შეფასებით, სამივე რაუნდი მოუგო.

 

ქართველმა მებრძოლმა ამ დაპირისპირებამდე უკანასკნელი ჩხუბი 2022 წლის იანვარში, ამერიკელ კალვინ კატართან გამართა და დამარცხდა. მას შემდეგ ჭიკაძემ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე დაგეგმილი ბრძოლაც ჩაეშალა.

 

ჩხუბის დასრულების შემდეგ გიგამ განაცხადა, რომ საყვარელი საქმის გარეშე 20 თვის განმავლობაში ყოფნა მისთვის რთული იყო და ორგანიზაცია UFC-ის ახალი შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კარიერის განმავლობაში გიგამ MMA-ში 18 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 15 მოიგო. რაც შეეხება უშუალოდ UFC-ის მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 1 მარცხია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner