logo_geo
eng_logo
L'Équipe: ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიქაუტაძეს კოლო მუინის შემცვლელად განიხილავს
- +

26 აგვისტო. 2023. 19:40

 

 

ფრანგული გამოცემა L’Équipe იუწყება, რომ ფრანკფურტის „აინტრახტი“ „მეციდან“ 22 წლის გიორგი მიქაუტაძის გადაყვანას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ რანდალ კოლო მუანის „პარი სენ-ჟერმენი“ შეიძენს.

 

კოლო მუანი ფრანკფურტის „აინტრახტს“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ მას შეუძლია, ბუნდესლიგა ერთ სეზონში დატოვოს. გამოცემის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ 60 მილიონი ევროს შეთავაზება უარყოფილი იქნა,  მოლაპარაკებები კი გრძელდება.

 

L’Équipe წერს, რომ გიორგი მიქაუტაძეს ბევრი კლუბი იწვევს, თუმცა „მეცისთვის“ მისაღები შეთავაზება არ არსებობს და ის კვირას ლიგა 1-ში „კლერმონთან“ ითამაშებს.

 

როგორც „მეცის“ მთავარი მწვრთნელი აცხადებს, კლუბმა არ უნდა შეაჩეროს ის, ვისაც წასვლა სურს. იგი ადასტურებს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩში მიქაუტაძე მოედანზე იქნება.

 

ცნობილი ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის ფასი 20 მილიონი ევროა. ივლისის შუა რიცხვებში „მეცმა“ მის თაობაზე რამდენიმე სატრანსფერო წინადადება უარყო. კლუბმა 15 მილიონ ევროზე უარი თქვა, თუმცა კოლო მუანის საკითხმა ვითარება, შესაძლოა, შეცვალოს. ამჟამინდელი კონტრაქტი მიქაუტაძეს კლუბთან 2026 წლამდე აკავშირებს.

 

ასევე ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს „ბოლონიაც“ იწვევს, რომელმაც ლიდერი მარკო არნაუტოვიჩი მილანის „ინტერში“ გაუშვა. იტალიიდან მისით ასევე დაინტერესებულია რომის „ლაციო“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner