უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ყირიმს „კომბინირებული გზით“ გაათავისუფლებს, მაგრამ ეს სამხედრო მოქმედებების გარეშე შეუძლებელია.
„კომბინირებული გზით - ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური, მხოლოდ სამხედრო, კიდევ ბევრი განსხვავებული ვარიანტია. მაგრამ სამხედრო მოქმედებების გარეშე ეს შეუძლებელია, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობდი... კომბინირებულად ყველაფერს დავიბრუნებთ. რას ნიშნავს - ახლა ახსნა-განმარტებას არ გავაკეთებ“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
წინა განცხადებებზე კომენტირებისას, რომ 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ყირიმში შევა, ბუდანოვმა განაცხადა: „სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოვლენები უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე, ყველა გათვლებით, უნდა განვითარებულიყო, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავდაჯერებულად მივიწევთ წინ“.
„თუ გადახედავთ ყირიმს და საომარი მოქმედებების დონეს, რომელიც იქ მიმდინარეობს, მიხვდებით, რომ 2022 წელთან შედარებაც არ შეიძლება“, -აღნიშნა ბუდანოვმა.