თბილისში, ლისის ტბის გარშემო, უკრაინის საელჩოს ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად მარათონი - „მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის“ გაიმართა.
მარათონში 50 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, ომისა და თავდაცვის ვეტერანებმა, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა.
გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, თასები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მეორე საპრიზო ადგილი, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელმა, ჯიმი ინატაშვილმა დაიკავა.
ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ამირიძე და სამსახურის თანამშრომლები.
მარათონი საფუძველს უყრის დაღუპული ჯარისკაცების ყოველწლიური ხსენების ტრადიციის დამკვიდრებას.