რუსებმა შავ ზღვაში რაკეტის გამშვები გემების მორიგეობა განაახლა, რის შედეგადაც უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმების საფრთხე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის სამხრეთ თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციის თანახმად, გამშვები გემის აღჭურვილობაშია 8 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“.
„რაკეტის საფრთხის დონე კვლავ მაღალია. მოუსმინეთ საჰაერო სიგნალებს და იმოქმედეთ სწრაფად“, - წერია განცხადებაში.