logo_geo
eng_logo
ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის მყისიერ ჩამოშლას, ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია - გეოლოგების პირველადი შეფასება მცხეთაში კლდის მასის ჩამოშლაზე
- +

27 აგვისტო. 2023. 19:50

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი, შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესები ადგილზე შეაფასა.

 

„პირველადი შეფასებით, შიო მღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში.

 

ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, დღეს 27 აგვისტოს, მცხეთაში. შიომღვიმის მონასტერთან. კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner