logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ბერდიანსკში მდებარე საწარმო, სადაც რუსებს სამხედრო აღჭურვილობა შეჰქონდათ, იწვის
- +

27 აგვისტო. 2023. 19:57

 

 

ოკუპირებულ ბერდიანსკში ხანძარია. ამის შესახებ მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი „ტელეგრამზე“ წერს.

 

მისი თქმით, რუსები საწარმოს სამხედრო აღჭურვილობის განსათავსებლად იყენებდნენ.

 

„ხალხური ნიშანი - თუ ოკუპირებულ მიწაზე შავი კვამლი ამოდის, ალბათ რაღაც მტრული იწვის. წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე.

 

ადგილობრივებს აფეთქებების ხმა არ გაუგონიათ, მაგრამ წინა დღეს რაღაც ნახეს - მიტაცებულ სახელოსნოებში „რაშიტებს“ როგორ შეჰქონდათ სამხედრო ტექნიკა“ - წერს მელიტოპოლის მერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner