შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან გეოლოგების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებმაც ვითარება შეისწავლეს. გეოლოგ შოთა ლობჟანიძის თქმით, კლდის განმეორებითი ჩამოშლის რისკი მინიმალურია, სპეციალისტების დასკვნა კი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა.
„ახლა საშიშროება არ არსებობს. დანარჩენი ანალიზის სფეროს განეკუთვნება. ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. [ახლა აქ ყოფნა უსაფრთხოა], მაგრამ დაკვირვება სჭირდება მუდმივად“, - განმარტავს ლობჟანიძე.
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. უსაფრთხოების მიზნით, მონასტერთან გადაადგილება შეზღუდულია. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.