logo_geo
eng_logo
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დღეს „სასუოლოს“ დაუპირისპირდება
- +

27 აგვისტო. 2023. 21:13

 

 

იტალიის „სერია ა-ს“ მეორე ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

ჩემპიონატის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „ფროსინონე“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. კვარაცხელიამ მატჩი გამოტოვა, რადგან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კუნთის პრობლემა შეექმნა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner