logo_geo
eng_logo
კიევის ოლქში ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტებმა კერძო სახლები დააზიანა
- +

27 აგვისტო. 2023. 21:48

 

 

კიევის ოლქში ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების ფრაგმენტებმა 10-მდე კერძო სახლი დააზიანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ნამსხვრევები დაეცა ავტომობილებს და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესანახ ანგარს.

 

რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა გამთენიისას განახორციელეს. საჰაერო განგაში თითქმის სამ საათს გაგრძელდა. თავდაცვაა გაძლიერებული ზაპოროჟიეს ოლქში.

 

ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს და პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმაგრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner