ჩინეთში მიმდინარე კუნგ ფუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც 70 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა 22 მედალი მოიპოვა. ინფორმაციას უშუს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ქართველი სპორტსმენების ანგარიშზეა: 3 ოქრო, 6 ვერცხლი, 13 ბრინჯაო. ოქროს მედლების მოპოვება გიორგი გერმანოზაშვილმა, სოფიკო აფხაზავამ და მაკა გაბესკირიამ შეძლეს.