logo_geo
eng_logo
საქართველოს ნაკრებმა კუნგ ფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 22 მედალი მოიპოვა
- +

27 აგვისტო. 2023. 23:44

 

 

ჩინეთში მიმდინარე კუნგ ფუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც 70 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა 22 მედალი მოიპოვა. ინფორმაციას უშუს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

 

ქართველი სპორტსმენების ანგარიშზეა: 3 ოქრო, 6 ვერცხლი, 13 ბრინჯაო. ოქროს მედლების მოპოვება გიორგი გერმანოზაშვილმა, სოფიკო აფხაზავამ და მაკა გაბესკირიამ შეძლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner