თალიბანის მთავრობამ ქალებს ბამიანის პროვინციაში მდებარე „ბენდ-ე-ამირის“ ეროვნული პარკის მონახულება აუკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.
ავღანეთის სათნოებისა და ვიცე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მოჰამედ ხალედ ჰანაფიმ განაცხადა, რომ ქალები პარკში ჰიჯაბს არ ატარებდნენ, რის გამოც მან სასულიერო პირებსა და უშიშროების უწყებებს მოუწოდა, რომ „გამოსავლის პოვნამდე“ ქალები პარკში არ შეუშვან.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ფერეშტა აბასიმ აღნიშნა, რომ ქალებს პარკის მონახულება ქალთა თანასწორობის დღეს აუკრძალეს და დაწერა, რომ ეს იყო „სრული უპატივცემულობა ავღანეთის ქალების მიმართ".
„ბენდ-ე-ამირის“ ეროვნული პარკის მონახულების აკრძალვა, 2021 წლის აგვისტოში თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ავღანელი ქალების მისამართით გამოსული აკრძალვების გრძელ სიაში ბოლო სიახლეა. ბოლოდროინდელ აკრძალვებს შორისაა სილამაზის სალონების დახურვის ბრძანება, ქალებისთვის განათლების მიღების შეზღუდვა და სხვა.