logo_geo
eng_logo
აზაროვი თამაშით ალბას ჰგავს - ანდრი დემჩენკომ უკრაინულ გამოცემასთან „შახტარის“ ახალწვეულზე ისაუბრა
- +

28 აგვისტო. 2023. 00:52

 

 

ბათუმის „დინამოს“ უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ukrfootball-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში „შახტარის“ 21 წლის ქართველი ახალწვეულის, ირაკლი აზაროვის შესახებ, მის პლუსებსა და მინუსებზე ისაუბრა.

 

„ირაკლი აზაროვი ძალიან სწრაფი და ტექნიკური მარცხენა მცველია. სათამაშო სტილით იგი ჟორდი ალბას ჰგავს. შეუძლია, მოწინააღმდეგის საჯარიმოში არასტანდარტულად თამაში. მისი ძლიერი მხარე ინდივიდუალური ტექნიკური უნარებია და შეტევაში ჩართვის არ ეშინია. ერთ-ორ მოწინააღმდეგეს ადვილად ცდება. ის მემარცხენეა, თუმცა, შეუძლია, არა მხოლოდ საჯარიმოსთან მიახლოება, არამედ ფლანგიდან ცენტრისკენ გადაადგილება და კარში დარტყმა.

 

აშკარა ხარვეზი? შეტევებში მცველი ხშირად რომ ერთვება, უკან დაბრუნებას ყოველთვის ვერ ასწრებს, ვინაიდან ირაკლი ყველა შეტევაში მონაწილეობს. ამიტომ, ის ცენტრალურმა მცველმა ან საყრდენმა ნახევარმცველმა უნდა დააზღვიოს. ვფიქრობ, მწვრთნელი გაერკვევა, როგორ აანაზღაუროს მისი ეს ნაკლი.

 

მოერგება თუ აზაროვი პატრიკ ვან ლეუვენის თამაშის მოდელს? ვფიქრობ, რომ აზაროვი „შახტარის“ მწვრთნელს ძალიან გამოადგება, რომელიც გუნდს ნიდერლანდური სტილით ათამაშებს, რაც ბურთის მუდმივ ფლობას გულისხმობს. ამ მოდელს ქართველი უნდა მოერგოს და „შახტარს“ გააძლიეროს. მიმაჩნია, რომ ალექსეი კაშჩუკთან ერთად ფლანგზე შეუძლია ძალიან ეფექტური დუეტი შექმნას.

 

„შახტარში“ ახლა დაცვის მარცხენა მხარეს პედრინიო და დიმიტრი ტოპალოვი არიან. შეუძლია თუ არა მას თავიდანვე შეავიწროვოს ეს მოთამაშეები? ტოპალოვი ძირითადად ნომინალურად მარცხენა ნახევარმცველია და პოზიცია იძულებული შეიცვალა. აზაროვი ფულბეკია, რომელიც ყოველთვის უტევს და დახვეწილი მოთამაშეა“, – ამბობს ანდრი დემჩენკო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner