logo_geo
eng_logo
ქართული ლეგიონი - მამარდაშვილის „ვალენსია“ „ოსასუნასთან“ დამარცხდა
- +

28 აგვისტო. 2023. 01:13

 

 

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ საკუთარ სტადიონზე „ოსასუნას“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე გაშვებული გოლით სეზონში პირველად დამარცხდა – 1:1.

 

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ლა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, რომელიც „მესტალიაზე“ გაიმართა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ჩაატარა.

 

დაპირისპირება კი მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო. 24-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც აიმარ ოროზიმ გამოიყენა და სტუმრებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.

 

შესვენების შემდეგ „ვალენსია“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა და მე-80 წუთზე, ფლანგური გადაცემის შემდეგ უგო დურომ ანგარიში გაათანაბრა 1:1, მაგრამ 90+5-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ნაჩო ვიდალმა დააფიქსირა – 1:2.

 

სამი ტურის შემდეგ „ვალენსია“ პირველად დამარცხდა. რუბენ ბარახას გუნდმა 6 ქულა მოიპოვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner