logo_geo
eng_logo
ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს საგოლე პასით დაუბრუნდა
- +

28 აგვისტო. 2023. 01:02

 

 

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის „სერია ა“-ს ახალ სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა და საგოლე პასი მიითვალა. ჩემპიონატის მეორე ტურში კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 სძლია.

 

ქართველ ფეხბურთელს მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე შემოვიდა. 3 წუთში მისი საგოლე გადაცემით ჯოვანი დი ლორენცომ ისარგებლა. მატჩის პირველი გოლი კი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

 

ორი ტურის შემდეგ „ნაპოლის“ ორი გამარჯვება აქვს. შემდეგ შეხვედრას იტალიის ჩემპიონი „ლაციოსთან“ ჩაატარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner