ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის „სერია ა“-ს ახალ სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა და საგოლე პასი მიითვალა. ჩემპიონატის მეორე ტურში კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 სძლია.
ქართველ ფეხბურთელს მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე შემოვიდა. 3 წუთში მისი საგოლე გადაცემით ჯოვანი დი ლორენცომ ისარგებლა. მატჩის პირველი გოლი კი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
ორი ტურის შემდეგ „ნაპოლის“ ორი გამარჯვება აქვს. შემდეგ შეხვედრას იტალიის ჩემპიონი „ლაციოსთან“ ჩაატარებს.