logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

28 აგვისტო. 2023. 09:55

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

 

„საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები. ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ტერიტორიაზე მათი შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner