რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დმიტრი ლუნინზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეზიდენიტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსებმა სარაკეტო შეტევა მირგოროდსკის რაიონის გოგოლევოს დასახლებაზე განახორციელეს. აფეთქების შედეგად მცენარეული ზეთის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმის ადგილზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.