მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაგროვებით საპენსიო სქემაში არიან ჩართული, 2028 წლამდე არაფერი იცვლება. ყველა ნაკლებად რისკიან პორტფელში დარჩება.
შესაბამის კანონპროექტზე პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მეორე მოსმენით იმსჯელებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია, მოქალაქეებს ინფორმირებული გადაწყვეტილების საშუალება ჰქონდეთ. ოპოზიცია კი დაგროვებით საპენსიო სქემას აკრიტიკებს.
„ძალიან პოზიტიურია მთელი რიგი მოსაზრებები, თუნდაც ის, რომ რისკიან საპენსიო პაკეტში გადასულიყო ვიღაცის დანაზოგი, რომ მეტი მოგება ჰქონოდა, მაგრამ საზოგადოება, ვისთვისაც ახალია თავად საპენსიო ფონდი, არ არის მზად იმისთვის, რომ ეს პაკეტები განიხილოს პროფესიონალურად. აქედან გამომდინარე, გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რათა ადამიანებმა საკანონმდებლო ინიციატივები გაითავისონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.