2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი 2024 წლის მარტში დაიწყება.
მოსამართლე ტანია ჩუტკანმა, რომელიც უხელმძღვანელებს პროცესს, ორშაბათს განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი ვაშინგტონში 2024 წლის 4 მარტს დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ სპეციალური პროკურორი, ჯეკ სმიტი სასამართლო პროცესის 2024 წლის 2 იანვარს დაწყებას ითხოვდა.
2 აგვისტოს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.
იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპს ბრალი წაუყენა შემდეგი ოთხი მუხლით:
"ბრალდებულმა და შეთქმულების თანამონაწილეებმა შეგნებულად გამოიყენეს ცრუ განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ, რათა აეძულებინათ შტატის კანონმდებლები და საარჩევნო ოფიციალური პირები, გაეუქმებინათ ლეგიტიმური არჩევნების შედეგები და შეეცვალათ ბრალდებულის ოპონენტის, ჯოზეფ ბაიდენის საარჩევნო ხმები ბრალდებულის ხმებით", - ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.