logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი: „ქართულმა ოცნებამ“აქცენტი წარმოების განვითარებაზე გააკეთა
- +

7 სექტემბერი. 2016. 11:39



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ზვარეთისა და რატევნის მოსახლეობას შეხვდა.


მმართველი პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემებს და მთავრობის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.


„ქართულმა ოცნებამ" აქცენტი წარმოების განვითარებაზე გააკეთა. მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად მიზნობრივი პროგრამები განხორციელდა. პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 400 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია გაიცა და 165 ახალი საწარმო გაიხსნა. პრიორიტეტად იქცა სოფლის მეურნეობის განვითარება", - განაცხადა გოგი მეშველიანმა.


მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი   სოფელ რატევანში ყველის მწარმოებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მთავრობის მიერ წარმოების განვითარებაზე მიმართულ პროექტებზე ისაუბრა.


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner