უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის არმიის სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარება არ არის, ამიტომ მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადება საჭირო არ არის.
"მობილიზაციის გეგმა, რომელიც უმაღლესმა რადამ დაამტკიცა, ჯერ არ განხორციელებულა. რაოდენობის გაზრდისთვის ახალი მობილიზაციის გამოცხადება არ გვჭირდება, რესურსი ჯერ კიდევ გვაქვს", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.