logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ამჟამად უკრაინის არმიის სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარება არ არის, ამიტომ მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადება საჭირო არ არის
- +

28 აგვისტო. 2023. 23:04

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის არმიის სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარება არ არის, ამიტომ მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადება საჭირო არ არის.

"მობილიზაციის გეგმა, რომელიც უმაღლესმა რადამ დაამტკიცა, ჯერ არ განხორციელებულა. რაოდენობის გაზრდისთვის ახალი მობილიზაციის გამოცხადება არ გვჭირდება, რესურსი ჯერ კიდევ გვაქვს", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner