logo_geo
eng_logo
უნგრეთის პრეზიდენტი: ომი წელიწადნახევარია გრძელდება, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა
- +

29 აგვისტო. 2023. 10:15

 

 

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას გამოცემა "დოიჩე ველე" ავრცელებს.

 

ომი წელიწადნახევარია გრძელდება და მე ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტას, რომელიც გამოიწვევს სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. მე ეს მტკიცე აზრი პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვთქვი, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად“, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.

 

ამასთან, მისი თქმით, ბუდაპეშტი აპირებს შეუერთდეს კიევის მიერ ინიცირებულ „მშვიდობის ფორმულას“ და რომ უნგრეთი მნიშვნელოვანად მიიჩნევს მონაწილეობას ნებისმიერ პროცესში, რომელსაც მშვიდობასთან დაახლოება შეუძლია. კატალინ ნოვაკის მტკიცებით, უნგრეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner