logo_geo
eng_logo
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია: შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
- +

29 აგვისტო. 2023. 11:10

 

 

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, 27 აგვისტოს კლდის ნაშალი მასა ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ნაშალ მასალას გზის სავალი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია.

 

ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner