logo_geo
eng_logo
პეტერბურგის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
- +

7 სექტემბერი. 2016. 11:43



რუსეთში, პეტერბურგის „პულკოვოს" აეროპორტის ნაწილი ევაკუირებულია. სამართალდამცველებმა მგზავრების ნაწილი და აეროპორტის პერსონალი გამოიყვანეს. პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.



მსგავსი ზომები, შესაძლოა, ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების მიღებით იყოს განპირობებული.



აეროპორტის გარშემო პერიმეტრს პოლიციელები იცავენ, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიუხედავად ამისა, აეროპორტი ფუნქციონირებას განაგრძობს და როგორც იღებს, ასევე უშვებს დაგეგმილ რეისებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner